გაუზიარე მომავალს
გავერთიანდეთ სიკეთისთვის და ერთად დავეხმაროთ ბავშვებს!
სამოყვარულო მინი-ფეხბურთის საქველმოქმედო ჩემპიონატი დასრულდა! შეგროვილი თანხები ეტაპობრივად გადაეცემა მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახებს. შევხვდებით 2027 წელს!
🏆 ჩემპიონია თელავის გუნდი! 🥇🔥
დაძაბული, ემოციებით სავსე და სანახაობრივი ფინალის შემდეგ ღირსეული გამარჯვება მოიპოვა თელავის გუნდმა! ვულოცავთ თელაველ ბიჭებს დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს! 👏🎉💪
საქველმოქმედო ტურნირის საბოლოო შედეგები
თელავი
ახალი გუნდი, რომელმაც პირველად მიიღო მონაწილეობა და დამაჯერებლად მოიპოვა ოქროს თასი! 🏆🔥
შილდა
ღირსეული, მებრძოლი და ემოციური ასპარეზობა ფინალამდე! 🥈💪
კალაური
ბრწყინვალე გამარჯვება მესამე ადგილისთვის მატჩში (გავაზი 0 : 4 კალაური)! 🥉👏
გიორგი კიკნაძე — შილდის მეკარე 🧤🔥
განსაკუთრებული სეივები, საიმედო თამაში და უმაღლესი დონის ოსტატობა მთელი ტურნირის განმავლობაში!
მადლობა თითოეულ თქვენგანს! 🙏❤️
ჩვენი, საინიციატივო ჯგუფის სახელით, უდიდეს მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე 14 გუნდს საქველმოქმედო ტურნირში მონაწილეობისთვის. თქვენი წვლილი უმნიშვნელოვანესია ამ დიდი საქმის გასაკეთებლად.
უკვე 4 წელია, შილდელი ახალგაზრდები ტრადიციულად და დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებთ ამ კეთილ საქმეს და გვჯერა, რომ ეს ტრადიცია კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება! 🤝
განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივარს! მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ყოველ სათამაშო საღამოს სტადიონზე მოდიოდა და ქმნიდა იმ ლამაზ საფეხბურთო ატმოსფეროს, რომელიც ამ ტურნირს განსაკუთრებულს ხდიდა! 🏟️🔥 ასევე, უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ფინანსურად შეიტანა წვლილი და თავისი მხარდაჭერით კარგი საქმის გავრცელებაში დაგვეხმარა. ❤️
თანხები სრულად გადანაწილდა! • 4 600 ₾ ❤️
ერთად, თითოეული ჩვენგანის მცირე დახმარებით, შეგვიძლია დიდი სიკეთის გაკეთება. 🤝❤️
დაპირებისამებრ — შეგროვილი თანხები გადანაწილდა! ❤️
საინიციატივო ჯგუფის — „გაუზიარე მომავალს“ — ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო ტურნირზე შეგროვილი თანხები სრულად გადანაწილდა საჭიროებისამებრ, მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
6 წლის მარიამ მამულაშვილის სარეაბილიტაციო კურსი
ჩვენი, ორგანიზატორების, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შეგროვილი თანხის დიდი ნაწილი — 3 000 ლარი — მოხმარდება 6 წლის მარიამ მამულაშვილის სარეაბილიტაციო კურსს.
🩺 მარიამის დიაგნოზია: აუტოიმუნური ენცეფალიტი.
🙏 რამდენიმე ძვირადღირებული გადასხმის შემდეგ მარიამის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი კვლავ დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მარიამს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მალე სრულ გამოჯანმრთელებას! ❤️🙏
ასევე, გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ კეთილ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა. თქვენი მხარდაჭერა მარიამის ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ❤️
ოთხი მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება
დაპირებისამებრ, ჩვენი მცირე წვლილი ასევე შევიტანეთ ოთხი მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად და დარჩენილი 1 600 ლარი თანაბრად გადავანაწილეთ:
ბეგაშვილების ოჯახი
ხუციშვილების ოჯახი
მამადაშვილების ოჯახი
კიკოლაშვილ-ფერიაშვილების ოჯახი
გასაზიარებელი ოფიციალური პოსტერი

გააზიარეთ ეს პოსტერი Facebook-ზე, რათა ყველამ გაიგოს გაკეთებული სიკეთისა და საერთო ძალისხმევის შესახებ! ❤️
მადლობა ყველას, ვინც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა ამ კეთილი საქმის გასაკეთებლად.
საფინალო მატჩების ოფიციალური შედეგები
საფინალო დღის მატჩების ანგარიშები • შილდის სტადიონი
ბოლო შედეგები
51 მატჩიდასრულებული მატჩების ოფიციალური ანგარიშები (ჯგუფი)
პლეი-ოფის ბადე (Knockout Bracket)
ტურნირის პლეი-ოფში გადის თითოეული ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი (A1 vs B4, A2 vs B3, A3 vs B2, A4 vs B1). ყველა ეტაპი ტარდება 1 მატჩიანი ფორმატით.
სატურნირო მდგომარეობა
ავტომატური გათვლა მატჩების შედეგებიდან. ტოპ 4 გუნდი კვალიფიცირდება პლეი-ოფში.
A ჯგუფი
ტოპ 4 გუნდი გადის 1/4 ფინალშიB ჯგუფი
ტოპ 4 გუნდი გადის 1/4 ფინალშიA ჯგუფი
ტოპ 4 გუნდი გადის 1/4 ფინალში🏆 საპრიზო ფონდი და გამარჯვებულები
გამარჯვებული გუნდების დამსახურებული ჯილდოები და ტურნირის პრიზები
გიორგი კიკნაძე — შილდის მეკარე 🧤🔥
საუკეთესო მეკარის ტიტული და განსაკუთრებული წვლილი შილდის ფინალში გასვლაში!
აფთიაქი „ევროფარმი“
მთავარი საპრიზო პარტნიორი I ადგილის მფლობელი გუნდისთვის
იცნობთ ოჯახს, რომელსაც დახმარება სჭირდება?
ტურნირის ფარგლებში შეგროვილი 4 600 ლარი სრულად გადანაწილდა. თუ თქვენს ირგვლივ არის ოჯახი ან ბავშვი, რომელსაც ჩვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდება — გთხოვთ მოგვწეროთ. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი მუდმივად მზადაა თანადგომისთვის! ❤️🤝
ტურნირის საორგანიზაციო საკონტაქტო
ნებისმიერი კითხვისთვის ან ორგანიზაციული დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით:
გაიგე მეტი და შემოგვიერთდი
თვალი ადევნეთ ტურნირის მიმდინარეობას და გაუზიარეთ მეგობრებს ოფიციალურ Facebook გვერდზე: