გაუზიარე მომავალს
სოფელ შილდის სტადიონზე წარმატებით დასრულდა ყოველწლიური საქველმოქმედო მინი-ფეხბურთის ტურნირი „გაუზიარე მომავალს“. უკვე 4 წელია, შილდელი ახალგაზრდები ტრადიციულად და დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებთ ამ კეთილ საქმეს. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობდა 14 გუნდი (მათ შორის რამდენიმე ახალი გუნდი). სანახაობრივი ფინალის შემდეგ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა თელავმა (2:4), ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა შილდის მეკარე — გიორგი კიკნაძე! ⭐️
⚽ საფეხბურთო მატჩები
დაძაბული, ემოციური და სამართლიანი თამაშები რეგიონის 14 საუკეთესო სამოყვარულო გუნდს შორის.
🎯 გასართობი გამოწვევები
საფეხბურთო კონკურსები, პენალტების სერიები და სახალისო აქტივობები გულშემატკივრებისთვის და ბავშვებისთვის.
🤝 მონაწილეობა და მხარდაჭერა
სოფლისა და რეგიონის გაერთიანება საერთო კეთილი მიზნის ირგვლივ — ბავშვებისა და ოჯახების დასახმარებლად.
🏆 საპრიზო ფონდი და გამარჯვებულები
გამარჯვებული გუნდების დამსახურებული ჯილდოები და ტურნირის პრიზები
გიორგი კიკნაძე — შილდის მეკარე 🧤🔥
საუკეთესო მეკარის ტიტული და განსაკუთრებული წვლილი შილდის ფინალში გასვლაში!
აფთიაქი „ევროფარმი“
მთავარი საპრიზო პარტნიორი I ადგილის მფლობელი გუნდისთვის
იცნობთ ოჯახს, რომელსაც დახმარება სჭირდება?
ტურნირის ფარგლებში შეგროვილი 4 600 ლარი სრულად გადანაწილდა. თუ თქვენს ირგვლივ არის ოჯახი ან ბავშვი, რომელსაც ჩვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდება — გთხოვთ მოგვწეროთ. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი მუდმივად მზადაა თანადგომისთვის! ❤️🤝
ტურნირის საორგანიზაციო საკონტაქტო
ნებისმიერი კითხვისთვის ან ორგანიზაციული დეტალების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით:
გაიგე მეტი და შემოგვიერთდი
თვალი ადევნეთ ტურნირის მიმდინარეობას და გაუზიარეთ მეგობრებს ოფიციალურ Facebook გვერდზე: